პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით "ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში".
ვ. ი. ლენინი შესანიშნავად იცნობდა პარტიულ კადრებს, დიდ ზეგავლენას ახდენდა მათ აღზრდაზე, კადრებს ანაწილებდა საერთი პარტიული საქმეების ინტერესების შესაბამისად, მათი ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება ლენინის "წერილი ყრილობისადმი", რომელშიც დახასიათებული არიან ცკ-ის მთელი რიგი წევრები, მ. შ. სტალინი, რომელიც ლენინს პარტიის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწედ მიაჩნდა. ამასთანავე 1922 წლის 22 დეკემბერს იგი წერდა: "ამხ. სტალინმა, როცა ის გენერალური მდივანი გახდა, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, და მე დარწმუნებული არა ვარ, შეძლებს თუ არა იგი ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფება" (თხზ., გამოც. მე-4, ტ.36, გვ. 675). თავისი წერილის დამატებაში 1923 წლის 4 იანვარს ვ. ი. ლენინი წერდა "სტალინი ძალიან უხეშია, და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია, ჩვენს, კომუნისტების, წრეში და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, რომ მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხ. სტალინისაგან მხოლოდ ერთი უპირატესობით, სახელდობრ უფრო ლმობიერია, უფრო ლოიალურია, უფრო თავაზიანი და უფრო ყერადღებიანია ამხანაგებისადმი, ნაკლებ ჭირვეულია და ა. შ." (იქვე, გვ. 677).
No comments:
Post a Comment