Evil empire

Thursday, June 3, 2010

რუსეთი – ბოროტების იმპერია

იტალიელებმა ჩრდილოეთ აფრიკაში, ისევე როგორც ევროპაში, ბრიტანელთა წინააღმდეგ მთელი რიგი დამარცხებებისა იწვნიეს. 1940 წელს ლიბიაში წამოწყებული იტალიელთა შეტევა ტოტალური მარცხით დამთავრდა. გერმანელმა გენერალმა ერვინ რომელმა 1941 წლის ტებერვალში მიიღო ბრძანება, მოკავშირე იტალიელები დაეცვა. რომელის ხელქვეით მხოლოდ სუსტი შენაერტები იდგნენ. შეაფასა რა შექმნილი სიტუაცია, რომელი მივიდა იმ დასკვნამდე რომ ინგლისელთა შეტევის შემთხვევაში თავისი სუსტი ჯარებით თავდაცვას ვერ შეძლებდა. ამიტომაც მან გადაწყვიტა თვიტონ შეეტია მოწინააღმდეგისათვის და გამოეყენებინა მოულოდნელობის ეფექტი.

31 მარტს რომელმა შეტევა დაიწყო. მისი შეტევის მთავარი ძალა მიმართული იყო მერსა ბრეგას წინააღმდეგ, რომ შემდეგ კირენაიკასკენ გაჩრილიყო. რომელის ვარაუდი გამართლდა, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და გერმანელებმა ბენგაზიც კი აიღეს. 10 მარტისათვის "აფრიკის კორპუსი" აღმოსავლეთ ლიბიურ პორტ-ციხესიმაგრეს ტობრუკს მიადგა, რომელიც მცირე ხნით ადრე იტალიელებმა გაამაგრეს და შემდეგ თითქმის უბრძოლველად დატოვეს. მთელი 1 თვის განმავლობასჰი რომელის არმია უშედეგო იერიშს იერიშზე აწარმოებდა თობრუკის წინააგჰმდეგ. 13 აპრილს რომელმა იერიში შეწყვიტა. ასევე შეწყვეტილ იქნა წინსვლაც, ვინაიდან გერმანული არმიის მომარაგება ზურგიდან შეფერხებებით მიმდინარეობდა. ორივე მებრძოლი მხარე პოზიციურ საომარ სიტუაციაზე გადავიდა.

ნოემბერის დასაწყისში ბრიტანელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. 26 ნოემბერს ბრიტანელთა მეორე კონტიერიშის შემდეგ თობრუკის გარნიზონმა მოახერხა ალყის გარღვევა. 7 დეკემბერს "აფრიკის კორპუსმა" დაიხია გაზალას თავდაცვით ხაზამდე. თუმც ეს უკანადახევა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1942 წლის იანვარში რომელმა კვლავ იერიში მიიტანა ტობრუკზე. 1942 წლის 26 მაისს მან დაიწყო ტობრუკზე შეტევა - კოდური სახელი "ოპერაცია ტეზეუსი". მძიმე სატანკო ბრძოლების შემდეგ გერმანელებმა და მისმა მოკავშირეებმა შეძლეს 10 ივნისს აეღოთ ბირ ჰახეიმი, ხოლო 20 ივნისს აღებულ იქნა ტობრუკი. ამ წარმატებისათვის რომელს გენერალ-ფელდმარშალის სამხედრო წოდება მიენიჭა.

No comments:

Post a Comment